შმაგი ბოლქვაძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში სრულდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრები სამი ქართველი ფალავნითაა წარმოდგენილი.

67კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ფინალში შმაგი ბოლქვაძე რუს არტიომ სურკოვს დაუპრისპირდა, წმინდად დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 2 მაისს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით ჩხარტიშვილმა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლისთვის კი 2კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძე იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ მოიპოვეს, ხოლო რობერტ კობლიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ნახეთ მეტი...