საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ექვსი მედლით დაასრულა

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში სრულდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრები სამი ქართველი ფალავნითაა წარმოდგენილი.

72კგ წონით კატეგორიაში დებიუტანტი იური ლომაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველ დანიელ კატარაგას დაუპირისპირდა. ლომაძემ მოლდოველ მეტოქეს ულამაზესი გდებებით აშკარა უპირატესობით 15-6 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის ჯამში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედლი, 1 ოქროს, 1 ვერცხლის 4 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.

რობერტ კობლიაშვილმა ოქროს, შმაგი ბოლქვაძემ ვერცხლის, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ, იაკობ ქაჯაიამ, დავით ჩხარტიშვილმა და იური ლომაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნახეთ მეტი...