საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი NBA-ს გუნდს გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი NBA-ს გუნდს გაწვრთნის.

სერბი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან "ფინიქს სანსს" გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ კოკოშკოვი ისტორიაში პირველი არაამერიკელია, რომელიც NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება.

იგორ კოკოშკოვი უკვე მეთვრამეტე სეზონია NBA-ში დამხმარე მწვრთნელია. ამჟმად იგი "იუტას" დამხმარე მწვრთნელია, "ფინიქსში" კი იგი 2008-2013 წლებში წვრთნიდა.

"ფინიქსის" ახალი მთავარი მწვრთნელი 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის გამარჯვებული გახდა. ფინალში კოკოშკოვის გუნდმა სერბეთი დამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იგორ კოკოშკოვი 2008-2015 წლებში წვრთნიდა და ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე ზედიზედ სამჯერ გაიყვანა.

ნახეთ მეტი...