ქართველი მოჭიდავეების სამი მედლის შანსი პირველი დღის შემდეგ (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ევროპირველობაზე სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, ოლიმპიურ ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი რომელიც პირველად ასპარეზობს ახალ 65 კგ კატეგორიაში დამამშვიდებელ წრეში მოლდაველ ანდრე პერპელიტას შეხვდება გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ კ. ბიენკოვსკსი დაეჭიდება.

დამამშვიდებელ წრეშია და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), იტალიელ კონიედო რუანთან გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინის სახელით მაოსპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ხვალ 19:00 საათიდან სილქ უნივერსალის პირდაპირ ეთერში.



ნახეთ მეტი...