ქვილითაიას გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (ვიდეო)

ავსტრიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში გიორგი ქვილითაიას რაპიდი ლასკს ესტუმრა და 2:0 მოიგო. 

ქართველი ფორვარდი ვენური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მორიგი გოლის გატანა შეძლო. 

41-ე წუთზე ქვილითაიამ, რომელმაც მოედანზე 88 წუთი დაჰყო, ანგარიში გახსნა.

ამ გამარჯვებით რაპიდმა ლასკს გადაასწრო და მესამე საფეხურზე აღზევდა.

ნახეთ მეტი...