ქართველი მოჭიდავეების სამი ბრინჯაო და ოთხი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ -65 კილოგრამ წონაში პირველად იასპარეზა და კონტინენტის პირველობა მესამე პოზიციაზე დაასრულა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეთ შეხვედრაში პოლონელი კრიშტოფ ბიენკოვსკი დაამარცხა. ხინჩეგაშვილი 0:4 აგებდა, თუმცა საბოლოოდ 8:4 მოიგო. 



ხინჩეგაშვილის მსგავსად მისთვის ახალ 70 კგ-ში კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი დაეუფლა, რომელმაც 3:1 დაამარცხა უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი.

Image may contain: 1 person, playing a sport and text

კიდევ ერთი ბრინჯაო ელიზბარ ოდიკაძის ანგარიშზეა. დასკვნით შეხვედრაში ოდიკაძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 5:2 დაამარცხა. 

6 მაისს ევროპის ჩემპიონატზე მედლების კიდევ ხუთი კომპლექტი გათამაშდება. სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ, ხოლო ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში არიან და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ. ლომთაძის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ჰაგიმურატ რაშიდოვია, ხოლო პეტრიაშვილს თურქი ტაჰა აკგული შეხვდება. 

ნახეთ მეტი...