სამი მედალი ოთხი შესაძლებელიდან ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს

რუსულ კასპიისკში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედლით, თუმცა ოქროს გარეშე ჩაამთავრა. 

6 მაისს 4 შესაძლებელიდან ქართველმა მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ჰაჯიმურატ რაშიდოვთან 1:4 წააგო და ვერცხლს დასჯდერდა. 

მეორე ვერცხლი გენო პეტრიაშვილის (125 კგ) ანგარიშზეა, რომელიც ფინალურ დაპირისპირებაში თურქ ტაჰა აკგულს ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. 

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) გადაწყვეტი შეხვედრა გერმანიის წარმომადგენელ ახმედ დუდაროვს მოუგო. შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა, თუმცა ქართველმა ფალავანმა გამარჯვება ბოლო ილეთის ხარჯზე იზეიმა. 

ბრინჯაოს მოპოვებასთან ახლოს იყოს ირაკლი მწითური (92 კგ), რომელმაც უკრაინელ კირილ მიეშკოვთან ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა. 

ქართველი მოჭიდავეების სამი ბრინჯაო და ოთხი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ნახეთ მეტი...