პაპუნაშვილის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი ესპანეთში (ვიდეო)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" "ალბასეტეს" უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის წყალობით მეტოქეს 4:1 სძლია. 

პაპუნაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და სამ გატანილ გოლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა. 

40 ტურის შემდეგ "სარაგოსას" 65 ქულა აქვს და პრიმერაში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს. 

ნახეთ მეტი...