საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა (ვიდეო)

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მალტას დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშზე ეს არ ასახულა. 

მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, რაც 54-ე წუთზე ვაკო გვილიას გაძევებით დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა 4-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი მიიღო და ვაისი გუნდი უმცირესობაში დარჩა. 

შეხვედრის დასვკნითი წუთები ქართველების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საფრთხე მალტელთა კართან არ შექმნილა. 

გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთები აღმოჩნდა. კაჭარავას პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა კიტეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად გურამ კაშიამ აქცია. 

5 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრება და ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავს ამხანაგურ მატჩს. 

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კაშია (კ), კვერკველია, აბურჯანია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, ზივზივაძე, დვალი, გვილია

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, ხოჭოლავა, კაჭარავა, შერგელაშვილი, ნავალოვსკი, ხარაბაძე, ბერიძე, ხარაიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მალტა: ბონელო, ზარაფა, ბორგი, აგიუსი, ფენეჩი, მიფსუდი(კ), ბრიფფა, მბონგი, ბერმანი, კამილერი, ეფიონგი

სათადარიგო შემადგენლობა: ჰოგი, სულტანა, ჯონსონი, გრეკი, პისანი, კოენი, აპაპი, ველლა, დეგაბრიელე, გამბინი, პისანი, ნვოკო

მთავარი მწვრთნელი: რაიომონდ ფარუგია

ნახეთ მეტი...