კაკაბაძის ორი საგოლე პასი ესპანეთში (ვიდეო)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. 

ქართველი ფეხბურთლის გუნდი გათამაშებს გამარჯვებულ "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობდა და მეტოქეს 2:0 სძლია, კაკაბაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე პასი შეასრულა. "ხიმნსტიკმა" 52 ქულა მოიპოვა და სეზონის მე-15 პოზიციაზეა დაასრულა.

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში გავარდა "სევილიას" მეორე გუნდი, სადაც გიორგი აბურჯანია ასპარეზობდა.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზე გავიდა და პრიმერაში მოსახვედრად პლეი-ოფის ნახევარფინალში "ნუმანსიას" დაუპირისპირდება. 

ნახეთ მეტი...