მადრიდის "რეალი" - შენგელიას "ბასკონიას" წინააღმდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ფინალური მატჩი გაიმართა მადრიდში, სადაც მადრიდის "რეალი" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება "ბასკონიამ" მოიპოვა 90-94. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი გუნდიდან ყველაზე მეტი დრო დაჰყო პარკეტზე და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. თოკომ 30.3 წუთში თავი 12 ქულას 7 მოხსნას და 3 ასისტს მოუყარა. ამ გამარჯვებით "ბასკონიამ" სერიაში ანგარიში გახსნა. 
შემდეგი შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 00:15 ზე გაიმართება.

ნახეთ მეტი...