შენგელიას 10 ქულა ბასკონიას რეალის დასამარცხებლად არ ეყო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში საკვანძო მატჩი წააგო. ვიტორიელებმა მადრიდში გამართული 2 შეხვედრიდან ერთის მოგებით მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც შინ დაბრუნებიდან პირველივე მატჩში დაკარგეს. სავსე “ბუესა არენაზე”, რომელმაც 15 512 დამსწრით პლეი ოფის რეკორდი მოხსნა, ვიტორიელებმა მადრიდის “რეალთან” 78-83 წააგეს და სერიაში 1:2 ჩამორჩნენ. ახლა სამეფო კლუბს 1 მოგება აკლია ესპანეთის ჩემპიონობამდე – “ბასკონიამ” კი მომდევნო 2 შეხვედრა უნდა მოიგოს, ტიტულს რომ შესწვდეს.

სერიის მე-3 მატჩში შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 22:12 წუთი გაატარა. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო. თორნიკეს ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ბასკონიელთაგან 17 ქულით ბომბარდირი როდრიგ ბობუა გახლდათ, ხოლო მადრიდელებს 20 ქულითა და 9 მოხსნით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი ვიტორიაში 19 ივნისს გაიმართება. 

gbf.ge

ნახეთ მეტი...