ებრალიძე პორტუგალიის მთავარ ლიგაში ითამაშებს

ავთანდილ ებრალიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონში გააგრძელებს. 

26 წლის ქართველი შემტევი "შავეშში" გადავიდა, სადაც 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

ებრალიძის ახალმა კლუბმა გასული სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ებრალიძე გასულ სეზონში პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარ "ვიზეუში" თამაშობდა და 30 შეხვედრაში თავი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ნახეთ მეტი...