გიორგი არაბიძის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე, კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. 

დონეცკის "შახტარის" ყოფილმა ნახევარმცველმა კონტრაქტი "ნასიონალთან" გააფორმა, რომელიც გასულ სეზონში სეგუნდაში ასპარეზობდა და პრიმეირა ლიგის საგზური მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის არაბიძეს უკრაინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ნახეთ მეტი...