ზაზა ფაჩულიას ახალი კლუბი ცნობილია

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ორგზის ქართველი ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია კარიერას “დეტროიტ პისტონსში” გააგრძელებს. “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი დეტროიტული გუნდის შემოთავაზებას დათანხმდა და 2018-19 წლების სეზონში 2,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ “დეტროიტში” გაატარებს. 

ზაზა ფაჩულია ნბა-ში 2003 წელს მივიდა და პირველი სეზონი “ორლანდო მეჯიქში” გაატარა. მას მერე ზაზამ ითამაშა 1 წელი “მილუოკიში”, 8 სეზონი – “ატლანტა ჰოუქსში”, 2 წელი ისევ “მილუოკიში”, შემდეგ 1 წელი “დალასში” და გასული 2 წელი საჩემპიონო “გოლდენ სტეიტში” ითამაშა. 

ნბა-ში 15-წლიანი გამოცდილების მქონე ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონს “დეტროიტში” გაატარებს

GBF.GE

ნახეთ მეტი...