ოფიციალურად : ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა "სევილიას" ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს გამოსასყიდი თანხა გადაიხადა.
აღნიშნული ოპერაცია 35.9 მილიონი ევრო დაჯდა.

 

ფეხბურთელი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2023 წლის 30 ივნისამდე მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.

განრიგი:

ხუთშაბათი

ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ფოტოსესია "კამპ ნოუსთან"

პარასკევი

 
  • 12:45 საათი - კონტრაქტზე ხელის მოწერა
  • 13:15 საათი - ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია
  • 13:45 საათი - ფოტოსესია "კამპ ნოუზე"
  • 14:15 საათი - პრესკონფერენცია

ლენგლე 1995 წლის 17 ივლისსაა დაბადებული და მისი სიმაღლე 186 სმ-ია. "ბარსელონაში" იგი "სევილიადან" გადმოდის, სადაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი მას ძალისა და გონების ნაზავად ახასიათებს. ეს თვისებები კი მას "ბარსელონაში" ადგილის დასამკვიდრებლად დაეხმარება.

ერნესტო ვალვერდეს სასტარტო თერთმეტეულში ლენგლეს კონკურენციის გაწევა პიკესა და უმტიტისთვის მოუწევს.

ნახეთ მეტი...