ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა

25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა და დღეს "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

"ჩაქუჩები" რომის "ლაციოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს გადაუხდიან, რითაც სამხრეთამერიკელი "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდება. 

ანდერსონი ლონდონელთათვის მიმდინარე ზაფხულში რიგით მე-6 შენაძენია. მაურისიო პელეგრინის კლუბის რიგები ანდრე იარმოლენკომ, ჯეკ უილშირა, რაიან ფრედრიკსმა, ლუკაშა ფაბიანსკიმ და ისა დიოპმა უკვე შეავსეს.

ნახეთ მეტი...