გიორგი ხარაიშვილის მორიგი გოლი (Video)

შვედეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "იორებრო".

ამ მატჩში, რომელსაც 18 800-იან "ულევიზე" 6 479 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში გიორგიმ გახსნაა. მან შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ხარაიშვილმა პირველობის 10 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. 

"გეტებორგი" 16 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 ივლისს სტუმრად "სირიუსს" ხვდება. 

ნახეთ მეტი...