მორიგი ქართული გოლი ლატვიის ჩემპიონატში (ვიდეო)

კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა ლატვიის ჩემპიონატში. გურამ ლუკავას შემდეგ თავი გიული მანჯგალაძემ გამოიჩინა. ვენტსპილსი-მეტას შეხვედრის 76 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გოლი შორეული დარტყმით გაიტანა  და ვენტსპილსი დააწინაურა 2-1. შეხვედრა საბოლოოდ მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა 3-1.
"ვენტსპილსი" ლატვიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

ნახეთ მეტი...