ხორვატების წარმატების საიდუმლო: ხელოვნური ინტელექტი

ხორვატია გახდა პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. ბუნებრივია უსამართლობა იქნება მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს დავაბრალოთ ხორვატების წარმატებული გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ფაქტია ხორვატები აქტიურად იყენებდნენ ანალიტიკურ ხელსაწყო STATS Edge -ს.
ეს გახლავთ ამერიკული კომპანიის პროდუქტი, რომელიც თითქმის 20 წელია არჩევს მატჩების ვიდეო ჩანაწერებს, ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს და ხელოვნური ინტელექტის წყალოვით ისეთ დასკვნებს და მიგნებებს აკეთებს, რაც უბრალო ადამიანისთვის რთულად შესამჩნევია ან მისი შემჩნევა დიდ ყურადღებას მოითხოვს.
ინტელექტი ანალიზს უკეთებს მოწინააღმდეგე გუნდის თამაშს, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, აკვირდება სათითაოდ ყველა ფეხბურთელს, შემდეგ აკეთებს დასკვენბს და გვთავაზობს სტრატეგიას თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას.
"თუ საფეხბურთო ანალიტიკოსები ერთი თამაშის გარჩევას 5-6 საათს ანდომებენ,ჩევნს პროგრამას ამის გასაკეთებლად წამები სჭირდება"- აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
"ტექნოლოგიები ვერასოდეს ჩაანაცვლებენ ადამიანებს და მათ საქმიანობას, ჩვენი პროგრამა უბრალოდ უადვილებს მათ საქმეს და ეხმარება წარმატების მიღწევაში"- განაცხადა STATS-ის წარმომადგენელმა.
საინტერესოა სამომავლოდ გამოუჩნდება თუ არა მიმბაძველები ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს და რამდენად წარმატებული იქნება ხელოვნური ინტელექტი სპორტში.

ნახეთ მეტი...