ბუდუ ზივზივაძე: თამაშის წაგება კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია.

თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა სტრედას" მატჩის შემდეგ, წაგებული შეხვედრა ბუდუ ზივზივაძემ შეაფასა:
"თავიდან თამაში კარგად დავიწყეთ, ვფლობდით ინიციატივას, ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობას, პირველი ტაიმი სასურველი შედეგით დავასრულეთ. მეორე ტაიმში უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა და მეორე სართულზე ორთაბრძოლები წავაგეთ, მთლიანობაში ვთვლი, რომ თამაშის წაგება კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია."
შეგახსენებთ, რომ დინამო არენაზე თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა სტრადას" შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 1-2 დასრულდა

ნახეთ მეტი...