კრიშტიანუ რონალდუს მორიგი წარმოუდგენელი შედეგი

"იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა.

SportsBible-მ გამოაქვეყნა 33 წლის პორტუგალიელის სამედიცინო შედეგები, სადაც მას 20 წლის ფეხბურთელს ადარებენ. "იუვენტუსში" სამედიცინო შედეგებმა აჩვენა, რომ რონალდუს სხეულზე მხოლოდ 7% ცხიმი აქვს, როდესაც საშუალო ნორმა 10-11%ის, ხოლო კუნთის მასა კი 50%, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის სრულიად წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, ხუთგზის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 33.98 კილომეტრი ირბინა, რაც ტურნირზე ყველაზე სწრაფი შედეგია.

ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებამდე მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბმა კრიშტიანუ რონალდუს სხეულზე რიგი ტესტები ჩაატარეს. ტესტების შედეგების მიხედვით კი 33 წლის ფეხბურთელს 23 წლის ფიზიკური მდგომარეობა აქვს.

რონალდუმ მადრიდის "რეალში", ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები, რა დროსაც 2.3 მეტრზე ახტა და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადირიდის "რეალიდან" ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას 100 მილიონ ევროდ ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა. "სამეფო კლუბთან" ერთად რონალდუმ თხუთმეტი საერთაშორისო და ესპანური გუნდური ჯილდო მოიპოვა, ოთხჯერ კი ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.

ნახეთ მეტი...