საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ისტორიული შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდში იასპარეზებს.
 
T 16-ში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნაკრებს, აშშ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 45-38 დაამარცხა.

ცუდად დაწყებულ შეხვედრაში გარდამტეხი მიხეილ მარდალეიშვილისა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, ინდივიდუალურ პირველობაში ვერცხლის მედლის მფლობელის ელი დერშვიტცის შეხვედრა გამოდგა. მარდალეიშვილმა მეტოქე 12-3 დაამარცხა. შემდეგ ქართველმა მოფარიკავეებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა კარგად გამოიყენეს და მეტოქეს დამაჯერებლად 45-38 სძლიეს.

გადამწყვეტი შეხვედრები ხვალ, 25 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და პირველად იასპარეზებს მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდს, ირანის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

ნახეთ მეტი...