საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრიზე

27-29 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს მორიგი გრან პრი გაიმართება.

ტურნირში საქართველოს სახელით მონაწილეობას ცხრა ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრიზე:

-60კგ - ლაშა ჩადუნელი
-66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
-81კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ - ლაშა ტაველური
+100კგ - გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ასევე ერთობლივ შეკრებაზე, იაპონიასი იმყოფებიან, სადაც 6 აგვისტომდე დარჩებიან. 

ნახეთ მეტი...