საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრეთთან ანგარიშით 36-45 დამარცხდა. 
საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ტაილანდის 45-20 დამარცხების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე (აშშ 45-38) და მეოთხე (ირანი 45-37) ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგო. ჩვენი ბიჭები მხოლოდ მსოფლიოს პირველ (სამხრეთ კორეა 34-45) და მესამე (უნგრეთი 36-45) გუნდებთან დამარცხდნენ.

FIE-ს გუნდურ რეიტინგში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, საქართველო რამდენიმე ადგილით დაწინაურდება. მიზანი უცვლელია - ტოკიო 2020-ის გუნდური ლიცენზია!

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

ნახეთ მეტი...