"ჩიხურას" ფრე ევროპა ლიგაზე

საჩხერის "ჩიხურამ" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გამართა.

თბილისში საჩხერელებმა სლოვენიურ "მარიბორს" უმასპინძლეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ჩიხურამ" პირველი ტაიმის აქტიურად დაიწყო და პირველ ნახევარში უპირატესობასაც ფლობდა. მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ჰქონდათ როგორც "ჩიხურას", ასევე "მარიბორს". განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩის მთავარი არბიტრის მიერ დამატებული დრო, სადაც ორივე გუნდს რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ, თუმცა მათი რეალიზება, ვერცერთმა მოახერხა.

საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრას კი "ჩიხურა" სტუმრად 2 აგვისტოს გამართავს.

ნახეთ მეტი...