ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე ATP-ის 500-იან ტურნირის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ჩილელ ნიკოლა ჯარის დაუპირისპირდა, სამ სეტში, ანგარიშით 7:5; 0:6; 6:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ჰამბურგის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში სლოვაკ იოზეფ კოვალიკს სამ სეტში, ანგარიშით 6:7(6:8); 6:4; 7:6(9:7) მოუგო.

ქართველ და არგენტინელ ჩოგბურთელებს შორის მატჩი ხვალ, 29 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული

ნახეთ მეტი...