კარიერაში პირველად ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში გამართულ ATP-ის 500-იანი ტურნირის ფინალში არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდა.

მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. არგენტინელმა და ქართველმა ჩოგბურთელებმა სამი სეტი ითამაშეს და საბოლოოდ ბასილაშვილმა ATP-ის რანგის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. 

ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის გასული წლის ჩემპიონს სამ სეტში, ანგარიშით 6:4; 0:6; 7:5 მოუგო. ქართველ ჩოგბურთელს 500 სარეიტინგო ქულა შეემატა და სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

ნახეთ მეტი...