ჭრიკიშვილი ტატამს ოქროს მედლით დაუბრუნდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს გრან პრი მიმდინარეობს.

ტურნირის მესამე დღეს -90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილმა იასპარეზა, რომელმაც ფინალში კუბელ ასლი გონსალესს ვაზარით სძლია და ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ხუთ მეტოქეს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ჭრიკიშვილისთვის საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის ტურნირზე პირველი მედალია.

ნახეთ მეტი...