კახა ჩხეტიანი: ფარერებზე ბოლომდე ვიბრძოლებთ

 "ფარერებზე ბოლომდე საბრძოლველად მივდივართ. ქუთაისში 3 უპასუხო ბურთი კი გავუტანეთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ... შემდეგ ეტაპზე გასული მაშინ ხარ, როცა მსაჯი ჩასტვენს და ორრაუნდიანი ორთაბრძოლა დასრულდება.

 "ჩემი გამოცდილებით ასეა და საქმეში კარგად ჩახედულ ხალხს რომ ვკითხე, მათაც დამიდასტურეს: ფარერების კლუბი იქნება თუ ნაკრები, მათ სხვადასხვა სახე აქვთ გასვლაზე და შინ. საშინაო მატჩებს ბევრად უფრო მობილიზებულები ატარებენ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. არ უნდა მოვდუნდეთ. თანაც, 6 ან 8 გოლი არ გაგვიტანია მეტოქის კარში, მხოლოდ 3 გავიტანეთ";

 "ევროპის საკლუბო რეიტინგში საქართველოსთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროთასებზე წარმოვადგენთ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ - საქართველოს!"

ნახეთ მეტი...