ევროპის ლიგა: ტორპედომ ალბანელები დიდი ანგარიშით დაამარცხა!

უთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანური კუკესი დიდი ანგარიშით - 5:2 დაამარცხა.

მატჩი გიორგი კუხიანიძის დუბლით დაიწყო, შემდეგ ლაზარ მარინმა და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს. ხოლო საბოლოო ანგარიში ეფექტური გარღვევით და შემდეგ ზუსტი დარტყმით თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქიმაძემ წელს, ევროთასებზე სამივე საშინაო შეხვედრაში გოლი გაიტანა. განმეორებითი მატჩი 16 აგვისტოს გაიმართება.

"ჯერ არაფერი დამთავრებულა, შევეცდებით გასვლაზეც გოლი გავიტანოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ" განაცხადა თბილისურ მატჩში დუბლის ავტორმა გიორგი კუხიანიძემ.


eliga.ge

ნახეთ მეტი...