კლუბში გატარებული 25 წლის შედეგ, კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსი“ დატოვა

კლაუდიო მარკიზიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ორივე მხარის შეთანხმებული გადაწყვეტილების შედეგად, 32 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბი დატოვა.

„მადლობა ყველაფრისთვის, კლაუდიო! სასიამოვნო იქნება მისი კარიერისთვის თვალყურის მიდევნება, მიუხედავად იმისა, თუ ვის მაისურს მოირგებს მომავალში.“ - წერს იუვენტუსის ოფიციალური საიტი.

მარკიზიომ „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 389 მატჩი ითამაშა და 7 სკუდეტოსა და იტალიის 4 თასის მოგება მოახერხა.

ტურინში დაბადებულმა ფეხბურთელმა 2016 წელს მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვის გამოტოვება მოუწია. წინა სეზონში კლაუდიომ „იუვენტუსის“ მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ტვიტში, რომელსაც თავისი ბავშვობის სურათი ახლავს, მარკიზიო წერს - „თვალს ვერ ვაშორებ ამ ფოტოსურათს და შავ-თეთრ ზოლებს, რომლებზეც მთელი ჩემი ცხოვრება დავაწერე, როგორც კაცმა და როგორც ფეხბურთელმა.

ეს მაისური იმდენად მიყვარს, რომ ნებისმიერ შეთხვევაში, ჩემთვის გუნდის კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. სამუდამოდ.“

ნახეთ მეტი...