უეფა-მ ნომინანტები დაასახელა

უეფა-მ 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მისაღებად სამი ნომინანტი დაასახელა. სამეულში ვერ მოხვდა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი.
სამეული კი ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი"), ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი"), მუჰამედ სალაჰი("ლივერპული").
გაფართოებულ სიაში კი ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), ლეო მესი ("ბარსელონა"), კილიან მბაპე ("პსჟ"), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), რაფაელ ვარანი( მადრიდის "რეალი"), სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი") და ედენ აზარი ("ჩელსი") იმყოფებოდნენ.
გამარჯვებულები 30 აგვისტოს, გალა-საღამოზე გამოვლინდებიან. ამავე დღეს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ნახეთ მეტი...