მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი არნემის "ვიტესში" ითამაშებს

მადრიდის „რეალმა“ ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი იჯარის წესით უკვე მეორედ გაანათხოვრა.

19 წლის შემტევი ნახევარმცველი ერთ სეზონს ჰოლანდიურ „ვიტესში“ გაატარებს.

„მადრიდის „რეალმა“ და არნემის „ვიტესმა“ მარტინ ედეგორის ერთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2019 წლის 30 ივნისამდე გასტანს.“- წერს ლა ლიგას კლუბის ოფიციალური საიტი.

ედეგორი გასული 18 თვის განმავლობაში ერედივიოზინის კლუბის „ჰერენვენის“ ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებულ 38 მატჩში 3 გოლის და 4 საგოლე გადაცემის დაგროვება მოახერხა.

16 წლის ნორვეგიელი შემტევი თავის ასაკში მსოფლიოში საუკეთესო ტალანტად მიიჩნეოდა და 2015 წელს, მადრიდულმა კლუბმა მის ტრანსფერში 4 მილიონი ევრო გადაუხადა ნორვეგიულ „სტრომსგოდსეტს“.

ედეგორი ჯერჯერობით მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს წინ მთელი კარიერა აქვს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად.

ნახეთ მეტი...