ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ფავორიტთან დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, მეცის ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეთორმეტე ჩოგანთან სამ სეტში, ანგარიშით 3:6; 6:4; 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ნიშიკორი მეცის ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ბასილაშვილი კი აღნიშნულ ტურნირზე მეხუთე ჩოგბურთელი იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გადამწვეტი კი მესამე სეტი აღმოჩნდა, სადაც ბასილაშვილმა იაპონელ ჩოგბურთელს ბრეიქპოინტი შეუსრულა, თუმცა ნიშიკორიმ უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა. მატჩის ბოლოს ბასილაშვილმა დასანანი გეიმი დათმო და საბოლოოდ სამ სეტში დამარცხდა.

მეცის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ მეტოქეს, ფრანგ კენი დე შეპეს ორ სეტში, ანგარიშით 6:2; 7:6(7:0) მოუგო, ხოლო მეოტე ტურში ასევე ფრანგი უგო უმბერი 6:7(2:7); 7:6(7:4); 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველმა ჩოგბურთელმა მეცის ტურნირზე ნახევარფინალში იასპარეზა. მიმდინარე სეზონში კი მეოთხედფინალში დამარცხდა, 45 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და მსოფლიო რეიტინგში სავარაუდოდ სამი პოზიციით, 34-ე ადგილზე ჩამოქვეითდება.

ნახეთ მეტი...