რუსეთის ნაკრებისა და სპარტაკის ფეხბურთელის ოჯახური სკანდალი (ვიდეო)

მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანი დენის გლუშაკოვი სკანდალში გაეხვა. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ფეხბურთელის მეუღლის, დარია გლუშაკოვას მიერ მოსკოვის ერთ-ერთ საუნაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომლის მთავარი გმირი სწორედ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი იყო.

კადრში გლუშაკოვთან ერთად საუნაში მყოფი ახალგაზრდა გოგონაც მოხვდა, რომელსაც ფეხბურთელის მეუღლე მეძავს უწოდებდა. 

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთელის ადვოკატმა გააკეთა. მარინა დუბროვსკაიას თქმით, დენისი და მისი მეუღლე უკვე რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ და მეუღლის ღალატის გამო ფეხბურთელმა უთიერთობის დასრულება გადაწყვიტა, საუნაში კი დენისი ბავშვობის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

ნახეთ მეტი...