
ზარანდიას საგოლე პასი პოლონეთში (ვიდეო)
პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "არკამ" საკუთარ მოედნაზე პოზნანის "ლეხი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ლუკა ზარანდიას პასით გავიდა.
ქართველმა ფეხბურთლმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე დატოვა.
9 ტურის შემდეგ "არკა" 16-გუნდიან პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში მე-10 პოზიციაზეა.
- გამოქვეყნდა : სექტემბერი 22, 2018 11:34
- ავტორი: ლევან ხარაზოვი
- კატეგორია: ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო
- ნახვა: 3235
-
კომენტარები