ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე დასრულდა.

ტურნირის მეხუთე დღეს ბაქოში შეჯიბრი მამაკაცთა შორის -90კგ წონით კატეგორიაში გაიმართა. -90კგ წონით კატეგორიის ჩემპიონი კი ესპანეთის სხელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა. შერაზადიშვილმა ფინალში კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესს გოლდენ სქორში იპონით სძლია და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიმდინარე წელს, თელ ავივში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის მეხუთე დღის ბოლოს ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალია, რომელიც -60კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

-90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი, უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობდნენ. ბექა ღვინიაშვილი პირველივე მეტოქესთან, გერმანელ ედუარდ ტრიპელთან წუთსა და 18 წამში იპონით დამარცხდა, ხოლო უშანგი მარგიანმა მერვედფინალში იაპონელ კენტა ნაგასავასთან გოლდენ სქორში სამი გაფრთხილებით წააგო.

ცნობისთვის, ხვალ, 25 სექტემბერს -100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ნახეთ მეტი...