ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ნახევარფინალში მონღოლი ლხაგვასურენი შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მოპოვებული ვაზარით დაამარცხა. 

ფინალუში ქართველი ძიუდოისტი კორეელ გუჰნამ ჩოს შეხვდება.

ნახეთ მეტი...