
ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, 7-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ქართველი ფეხბურთელის "სპარტაკმა" რუსეთის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნოვოროსისკის "ჩერნომორეცი" 1:0 დაამარცხა, ჯანო კი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლიეტუვასთან 4:0 მოგებულ მატჩში მიიღო.
"სპარტაკის" მსგავსად რუსეთის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა კიდევ ერთი მოსკოვური კლუბი. სოლომონ კვერკველიას "ლოკომოტივმა" ნიკა ძალამიძის "ბალტიკას" დამატებით დროში 3:2 სძლია. ძალამიძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, კვერკველიამ კი 120 წუთი ითამაშა და მოსკოველთა კაპიტანიც გახლდათ.
- გამოქვეყნდა : სექტემბერი 27, 2018 15:02
- ავტორი: ლევან ხარაზოვი
- კატეგორია: ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ფოტო
- ნახვა: 3227
-
კომენტარები