გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში კიდევ 4 წლით დარჩება

გარეთ საუთგეიტმა ფეხბურთის ასოციაციასთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ის უხელმძღვანელებს. საუთგეიტი ხელფასით სახით, ყოველწლიურად 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამჟამინდელი ხელფასის, 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება FA-ის ხელმძღვანელობამ სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი მწვრთნელის ფიქსირებული ხელფასი მხოლოდ 500 000 ფუნტი სტერლინგით იზრდება, ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ბონუს-სისტემის მიხედვით, თუ ნაკრები წარმატებით იასპარეზებს, საუთგეიტის ხელფასი გაცილებით მაღალი იქნება.

ფეხბურთის ასოციაცია ახალი კონტრაქტის შეთავაზებას მთავარი მწვრთნელის ასისტენტისთვის, სტივ ჰოლანდისთვისაც აპირებს.

ნახეთ მეტი...