2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. უეფამ არჩევანი თურქეთსა და გერმანიას შორის ამ უკანასკნელზე შეაჩერა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეფასებულ იქნა ქვეყნების ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სტადიონების ხარისხი, პოლიტიკური ვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას, ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული - 1972, 1980 და 1996 წლებში.

ნახეთ მეტი...