ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალშია

საქართველოს პირვლეი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში მიმდინარე ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მერვედფინალში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს ორ სეტში, ანგარიშით 7:6(7:3); 6:4 სძლია და ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე 500-იან ტურნირზე მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა მომდევნო ეტაპზე გასვლით 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგში ორი პოზიციით 29-ე ადგილზე დაწინაურდება, რაც ბასილაშვილისთვის საუკეთესო შედეგია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირის შორის გამარჯვებული იქნება.

ნახეთ მეტი...