ოქრიაშვილის ეფექტური გოლი და გამარჯვება სევილიასთან (ვიდეო)

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "კრასნოდარმა" "სევილიას" 2:1 სძლია. 

მატჩის ბედი 88-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გადაწყვიტა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 4 წუთის შესული იყო, როდესაც მასპინძელთა სტანდარტის შემდეგ ეფექტური გოლით აიღო სევილიელთა კარი.

ორი ტურის შემდეგ "კრასნოდარს" 6 ქულა აქვს და J ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ნახეთ მეტი...