ვლადიმირ ვაისი: "კარგი სტარტის შემდეგ არ უნდა გავჩერდეთ"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლაიმირ ვაისმა, ევროპის ერთა ლიგაზე ანდორასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

ვლადიმირ ვაისი: "მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით. საწყის შეხვედრებში მოპოვებული 6 ქულა შესანიშნავი შედეგია, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ანდორა ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, დიდი ხანია არ წაუგით, თუმცა ჩვენ ფავორიტები ვართ და სამი ქულის აღება გვსურს. მეტოქის საუკეთესო მოთამაშე გუნდის მთავარი მწვრთნელია, რომელმაც არსებული რესურსით ოპტიმალური ტაქტიკა შეარჩია. მეტოქე ხვალ შედეგის მისაღწევად გამოვა მოედანზე. გვაქვს პრობლემები შეტევაში, ტრავმირებულია ქვილითაია და მჭედლიძე და ცენტფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ კაჭარავა და ყაზაიშვილი გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი სათამაშო სქემიდან გამომდინარე შემტევ ხაზში არჩევანი მაინც გვაქვს. სამწუხაროა, რომ კაჭარავამ კლუბში სათამაშო პრაქტიკა დაკარგა, თუმცა ამ დროისთვის რთულია თქმა ხვალ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. 

გიორგი ლორია სამწუხაროდ უკლუბოდაა, რაც ჩემთვის და მისთვისაც ძალიან ცუდია, თუმცა დინამოს დახმარებით ის მაინც ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ნაკრების პირველი მეკარედ რჩება. კვასხვაძე ძალიან კარგად ასპარეზობს "ტორპედოში" და საკუთარ შანსს ელოდება, გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი კუპატაძე, რომელიც გამოცდილი პარტნიორებისგან ბევრს სწვალობს, მაგრამ ლორიამ ამჟამად პირველი ნომერია.

ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა. მოხარული ვიქნები, თუ ხვალინდელ შეხვედრაში ანგარიში ხელს შეგვიწყობს და მას გარკვეულ წუთებს მივცემთ. 

შესანიშნავი შეგრძენბა იყო ლატვიასთან თითქმის სავსე ტრიბუნების თვალწინ თამაში. ვფიქრობ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება".

მოახლოებულ მატჩზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმაც ისაუბრა. 

ოთარ კიტეიშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული სტარტის შემდეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მზად არიან გამარჯვების მოსაპოვებლად".

საქართველოს და ანდორის ეროვნული ნაკრებების მატჩი 13 ოქტომბერს, დინამო არენაზე 20:00-ზე დაიწყება.

ნახეთ მეტი...