ტიერი ანრი "მონაკოს" გაწვრთნის

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ტიერი ანრი "მონაკოს გაწვრთნის, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი "მონაკოს" 2021 წლის ივნისამდე გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ აქამდე ანრი ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთელის, რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო. ბელგიის ნაკრებთან ერთად 41 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრიმ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ "მონაკოში", 1994 წელს დაიწყო, სადაც 1999 წლამდე თამაშობდა. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ანრიმ 141 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი...