საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე გამარჯვება ერთა ლიგაზე (ვიდეო)

ევროპის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანდორას 3:0 მოუგო.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი მე-6 წუთზე შექიმნა, როდესაც ჩაკვეტაძის პასის შემდეგ კაჭარვას ეფექტური მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

მე-10 წუთზე კაშიას თავური ასცდა კარს მცირე მანძილით. საპასუხო შეტევაში კი გატანა ანდორელებს შეეძლოთ - სტუმართა ერთადერთი მომენტი ვიეირას დარტყით დასრულდა, თუმცა ლორია დამაჯერებელი იყო. 

26-ე წუთზე საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენლმა ნავალოვსკიმ გაუშვა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. მასპნიძელთა მცველის დარტყმული კარს დიდი მანძილით ასცდა. 

კიდევ ერთი რეალური შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს 31-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა კვერკველიას დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია. 

მასპინძელთა უპირატესობა ტაბლოზე 33-ე წუთზე აისახა. კიტეიშვილის პასით საქართველოს ნაკრები ვაკო ყაზაიშვილმა დააწინაურა.



მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით და რეალური შესაძლებლობით დაიწყო. კიტეიშვილის ჩაწოდებას საჯარიმოში კანკავა გამოეხმაურა და ზუსტადაც დაარტყა, თუმცა სტუმართა მეკარემ რეაგირება მოასწრო. შეტევა კუთხურით და ჩაკეტაძის არაზუსტი დარტყმით გაგრძელდა. 

74-ე წუთზე გოლის გატანის კიდევ ერთ შანსი გაუშვა ხელიდან ნავალოვსკიმ, რომელიც ანანიძის ეფექტური პასის შემდეგ აღმოჩნდა კარგ პოზიციაში და არაზუსტად დაარტყა. 

84-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. კვეკვესკირის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ყაზაიშვილმა დუბლი გაიფორმა.



მატჩის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გავიდა. ვიერირას გაძევების შემდეგ 10 ფეხბურთელით დარჩენილ ანდორას კაკაბაძის პასით ჯაბა კანკავამ გაუტანა.





ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ნახეთ მეტი...