შერმადინის გამარჯვება ევროლიგელ “გრან კანარიასთან”

გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა ესპანეთის მორიგ ტურში 17 ქულა მიითვალა და მალაგელებს მძლავრი მეტოქე – “გრან კანარია” დაამარცხებინა. სწორედ კანარის კუნძულების გუნდია, გასულ სეზონში მოწინავე ადგილზე გასვლით “უნიკახას” ევროლიგის საგზური რომ წაართვა. დღევანდელ მატჩში მალაგელებმა “გრან კანარიას” შანსი არ დაუტოვეს – 89:76 სძლიეს და ლიგის ლიდერებში გაერივნენ.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. ამ მაჩვენებლით ქართველი ცენტრი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (25:55) ჩამორჩა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად შერმადინს 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 21 შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (24) ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ისევე როგორც თორნიკე შენგელიას, მეტ ჯენინგის (ბასკონია) და თად მაკფადენის (იბეროსტარი) გუნდებს, შერმადინის “უნიკახასაც” 3 მოგების წილ 1 მარცხი აქვს. ეს 3 გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაუმარცხებელი “რეალისა” და “ბარსელონას” შემდეგ III-V ადგილებს იყოფენ. “უნიკახას” მომდევნო მეტოქე “მანრესა” იქნება, რომელსაც შერმადინის გუნდი 20 ოქტომბერს, სტუმრად შეხვდება.

gbf.ge

ნახეთ მეტი...