ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება და ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მეოთხე ტურში რიგაში ლატვიას ესტუმრა და მეტოქეს 3:0 სძლია. 

შეხვედრა ვაისის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ყაზაიშვილის მიერ მე-5 წუთზე გაცუდებული 11-მეტრიანისა, მასპინძლები სწრაფ გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ. მე-8 წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავას შესანიშნავი გოლით გაიხსნა.

 

29-ე წუთზე ქართველებმა მეორედ გაიტანეს. ჩაკვეტაძის შესანიშნავ გარღვევას და პასს ვაკო გვილიას ზუსტი დარტყმა მოჰყვა. 



მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ 61-ე წუთზე გატანილი გოლით დააფიქსირა. 



ევროპის ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ნოემბერში გასამართი ორი შეხვედრა დარჩა, სტუმრად ანდორასთან და დასკვნითი საშინაო მატჩი ყაზახეთთან. 

ლატვია - საქართველო 0:3

ნახეთ მეტი...