გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ბელგიაში (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "ოსტენდეს" ესტუმრა. 

მატჩი ქართველი ფეხბურთელისთვის წარმატებული გამოდგა. შეხვედრის 59-ე წუთზე გიორგიმ გოლის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი 3:0 დააწინაურა.

საბოლოოდ, "გენტმა" 4:0 მოიგო, ჩაკვეტაძემ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

11 ტურის შემდეგ "გენტის" აქტივში 17 ქულა და მე-6 პოზიციაა. 

.

ნახეთ მეტი...